×
თმის სამაგრები
კომპაქტური სარკე
გასაღების საკიდი
სავარცხელი
თმის სარჭი

ჩვენ შესახებ

მე ვარ ივერი თოთრაშვილი “ივიკო-ს” დამფუძნებელი და ვამზადებ ხის აქსესუარებს.ჩემი საქმიანობა არის ერთგვარი ოცნების ასრულება.რადგან პატარაობიდან მინდოდა ჩემი ხელით გამეკეთებინა რაღაც ისეთი,რითიც სხვებსაც გავახარებდი.ძირითადი მოტივი იყო ჩემი შვილი და პირველი ნამუშევარიც მისი სათამაშოა. სათამაშოს შემდეგ თმის სამაგრი და ლამაზი ჩანთა დავამზადე ჩემი გოგონასთვის, აქედან მივყავი ხელი სერიოზულად და შევქმენი ბრენდი,შევიკრიბეთ გუნდა და მთელი კოლექტივი ვცდილობთ შევქმნათ ფასეული ნივთები, რომლებიც ცხოვრებას გაგიფერადებთ. ვფიქრობ ბედნიერებაა როცა აკეთებ იმას რაც გიყვარს, და ქმნი ისეთ ნივთებს რომლებიც სხვის ცხოვრებასაც ოდნავ მაინც გაალამაზებს და შეიძლება ერთერთი საყვარელი ნივთიც კი გახდეს.